მარიამ კუბლაშვილი პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამარჯვებულია

9 ივლისი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მშვენება მარიამ კუბლაშვილი პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“  2014 წლის ტრიუმფატორი გახდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პირადად ესწრებოდა პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ფინალს. ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს: ,,განვიცდი უდიდეს სიამაყეს, რომ  ადვოკატმა თავისი  უდიდესი შრომით და შემართებით მიაღწია გრანდიოზულ წარმატებას. მარიამ  კუბლაშვილის  წარმატება არის მთელი ადვოკატთა კორპუსის  წარმატება.  მარიამი არის წარმატებული ადვოკატი, მიუხედავად  ახალგაზრდული ასაკისა, იგი  ხელმძღვანელობდა ადვოკატთა ასოციაციის  სარევიზო კომისიას, არის  ადვოკატთა ასოციაციის  სამოქალაქო კომიტეტის წევრი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს ადვოკატ  მარიამ კუბლაშვილს უდიდეს გამარჯვებას და ელის  ახალ წარმატებებს“. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი